ინგლისში მიმდინარე 2022 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატი მასპინძელთა ტრიუმფით დასრულდა, მათ ფინალში მასპინძელი გერმანიის ნაკრები დამატებით დროში დაამარცხეს და ისტორიაში პირველი სანაკრებო ტიტული მოიპოვეს.
პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტის მიუხედავად მატჩში ანგარიში არ გახსნილა. მეორე ტაიმში პირველი გოლი მასპინძელთა მხრიდან ელა ან ტუნმა გაიტანა, მან მეკარეს ბურთი შესანიშნავად გადაუგდო თავზე. 79-ე წუთზე კი ანგარიში ლინა მაგულმა გაათანაბრა.
მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და გადამწყვეტი გოლი 111-ე წუთზე ქლოი კელიმ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის წინა გახურებაზე გერმანიას გამოაკლდა ლიდერი და ნაკრების კაპიტანი ალექსანდრა პოპი.
კომენტარები post