უეფამ 2021/22-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის და მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, საუკეთესოების გამოვლენის დრო მოვიდა.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი კარიმ ბენზემა.
როგორც იცით, ორივე გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის, მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები არიან, რომელმაც ურთულესი გზა განვლო და ჩემპიონი ისე გახდა.
ბენზემა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის გარდა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ანჩელოტიმ კი „რეალში“ დაბრუნების შემდეგ პირველივე სეზონში შეძლო ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.
კომენტარები post