“კრემონეზეს” მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, “რომას” თავდამსხმელი, ნიკოლო ძანიოლო გაამხნევა. იტალიელმა ფეხბურთელმა გუშინ ტრავმა “რომასა” და “კრემონეზეს” შეხვედრაში მიიღო. ძანიოლოს წაქცევამდე კონტაქტი სწორედ ლოჩოშვილთან ჰქონდა, თუმცა ქართველმა მცველმა მეტოქეს ბურთი თამაშის წესების დაცვით აართვა.
“ეს შენთვის უიღბლო მომენტი იყო… მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ,” – დაწერა ლოჩოშვილმა სოციალურ ქსელში და პოსტში ნიკოლო ძანიოლო მონიშნა.
ძანიოლომ მხარი მატჩის 45-ე წუთზე ამოიგდო, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.
“მათვის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი უფრო სერიოზულად იყო… სამ კვირაში შევხვდებით,”– შეხვედრის შემდეგ ნიკოლომ “ჰეითერებს” ასე მიმართა.
კომენტარები post