ამერიკულმა San Antonio Express-News-მა სანდრო მამუკელაშვილთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ქართველს ახალ გუნდში ადაპტაციის შესახებაც ჰკითხეს, თუმცა, მეტწილად საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ესაუბრა.
“როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში შეჭრა დაიწყო, სანდრო მამუკელაშვილი მხოლოდ 9 წლის გახლდათ და დეიდასთან ერთად ჩიკაგოში ცხოვრობდა. მაშინ სრულად კიდევ ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა, თუმცა, ფაქტია, რომ იმ ამბებმა მთელს ქვეყანაზე დიდი ზეგავლენა იქონია.”
“მიყვებოდნენ ძმების შესახებ, რომელთაც ხელში იარაღი არასდროს სჭეროდათ, თუმცა, როდესაც საჭირო გახდა, საქართველოს დასაცავად ომში წავიდნენ. რუსეთი ჩვენს ტერიტორიებზე შემოიჭრა, იქაურობა გადაწვა და მსხვერპლიც დიდი იყო.”
“ერთმნიშვნელოვნად უკრაინის მხარეს ვარ. მივესალმები მათ, ვინც საკუთარი სამშობლოს დასაცავად იბრძვის და ვცდილობ, მაქსიმალური მხარდაჭერაც გამოვხატო. ნამდვილად რთულია იმის ყურება, რაც ხდება. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება და სიტუაცია დასტაბილურდება. სწორედ ამისთვის ვლოცულობ.”
“მართლაც ცოტანი ვართ, თუმცა, დიდი ისტორია გვაქვს. ქართველი ხალხი ძალიან ამაყია”, – განაცხადა მამუკელაშვილმა.
კომენტარები post