კონსტანტინე მარადიშვილი, რომელიც ამ დროისთვის მოსკოვის “ლოკომიტივის” ღირსებას იცავს, ადგილობრივ გამოცემა Sport-express-თან ვრცეული ინტერვიუ ჩაწერა, 22 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, სანაკრებო თემაზეც ისაუბრა.
ჟურნალისტმა მარადიშვილს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაშზე, იმის გამო, რომ მამა ქართველი ჰყავს.
“ამჟამად რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარ და ჯერ-ჯერობით არაფრის შეცვლა არ მსურს, უკვე მქონდა მიწვევები ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში და ვაგრძელებ მუშაობას იმავე სულისკვეთებით”, – განაცხადა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, მარადიშვილი მოსკოვის “ლოკომოტივს” 2021 წელს “ცსკა”-დან შეუერთდა, რამდენიმე დღის წინ კი ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა.
კომენტარები post