UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის (10-1) მომავალი მეტოქე ცნობილი გახდა – “კავკასიელი” ამერიკელ ფილ ჰოუსს (15-3) 29 ოქტომბერს, ლას ვეგასში დაუპირისპირდება.
33 წლის ჰოუსს, რომელიც რომანზე 1 წლით უმცროსია, ქართველის მსგავსად UFC-ში ჩატარებული 5 ბრძოლიდან 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული. ბოლოს ამერიკელი თანამემამულე დერონ უინს შეხვდა და 18 ივლისს მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჰოუსს დოლიძის ბოლო მეტოქე, კაილი დოკასთანაც აქვს მოგებული. თუ რომანმა მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, ჰოუსმა დოკასს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელთან ჩასატარებელი ეს ჩხუბი ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში გამართული მატჩებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვებული, უდიდესი ალბათობით, საშუალო წონის რეიტინგის ტოპ 15-ის წევრი გახდება.
კომენტარები post