საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა განაახლა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 11 ქულიანი უპირატესობით დაამარცხა, 77:66
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 20 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ასევე შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა თად მაკფადენმა, მის ანგარიშზე 19 ქულა იყო.
სამწუხაროდ თოკომ მესამე მეოთხედში ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. უცნობია შეძლებს თუ არა ის ევრობასკეტზე გამოსვლას.
ნიდერლანდების ნაკრებში დე იონგი გამოირჩა, მან 22 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ მისი კარგი თამაში ჩვენს ოპონენტებს გამარჯვებისთვის არ ეყოთ.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 27 აგვისოს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები post