საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან Indistar-მა ინტერვიუ ჩაწერა.
გოგას ინტერვიუს დიდი ნაწილი ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას შეეხო.
“ფაჩულიამ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოშიც არიან კარგი კალათბურთელები. ის NBA-ში რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ აქ ოდესმე მოვხვდებოდი. ზაზამ მაღალ დონეზე ითამაშა. ორჯერ “გოლდენ სტეიტთან” ერთად გაჩემპიონდა. ფაჩულია მეუბნებოდა, რომ NBA-ში მოხვედრაზე კიდევ უფრო ძნელია იქ ადგილის შენარჩუნება. ის უფროსი ძმასავითაა. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ერთი ოჯახივით ვართ”, – განაცხადა გოგამ.
კომენტარები post