“დორტმუნდის ბორუსიას” ახალ თავდამსხმელს სებასტიან ალეს სიმსივნე დაუდასტურდა. ამის შესახებ კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა განცხადება თავის სოციალურ ქსელში გააკეთა:
“მადლობა თითოეულ თქვენგანს უამრავი მხარდამჭერი წერილისთვის გუშინდელი განცხადების შემდეგ. მე და ჩემი ოჯახი დიდ მადლობას გიხდით.
ახლა ჩემს გამოჯანმრთელებაზე ვკონცენტრირდები, რათა უფრო ძლიერი დავბრუნდე.”– დაწერა ალემ ინსტაგრამზე.
ორშაბათს, დილის ვარჯიშის შემდეგ სებასტიენ ალემ თავი ცუდად იგრძნო და საღამოს ვალენსიასთან ტესტ-მატჩში არ ითამაშა. დღის განმავლობაში მას ინტენსიური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და სათესლე ჯირკვლის სიმსივნე აღმოუჩინეს.
კომენტარები post