ფრენსის ტიაფომ აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე წრეში ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი, დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი დაამარცხა და ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი გახდა, ვინც US OPEN-ის 1/4-ფინალში გააღწია.
24 წლის ტიაფო, რომელიც რეიტინგის 26-ე ნომერია, პირველი ჩოგბურთელია, ვინც 2022 წელს 36 წლის ესპანელს დიდი სლემის ტურნირებზე აჯობა.
შეხვედრა 3 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და 4 სეტში, 6:4, 4:6, 6:4, 6:3 ნადალის მარცხით დასრულდა.
კომენტარები post