“ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელმა, ფრანკ რიბერმა 2013 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიხსენა. მან აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს თავად რიბერი იმსახურებდა და რომ მას უსამართლოდ მოექცნენ.
“უსამართლოდ მოიქცნენ. ის სეზონი ჩემთვის წარმოუდგენელი გამოვიდა და მე უნდა გამემარჯვა”.
“მათ ხმის მიცემის ვადა გაახანგრძლივეს და რაღაც უცნაური მოხდა. ვიგრძენი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო” – განაცხადა ვეტერანმა ფრანგმა
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ოქროს ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. რაც შეეხება რიბერს, ის 2012/13 წლების სეზონში “ბაიერნთან” ერთად ტრიპლეტს დაეუფლა, რონალდუს კი იმ სეზონში დიდი ტურნირი არ მოუგია.
კომენტარები post