ANSA იტალიაში ახალი ამბების ორგანიზაციაა და ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციად ითვლება. ცოტა ხნის წინ ANSA-მ სტატია გამოაქვეყნა, სადაც სერია A-ს ახალწვეულებზეა საუბარი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც.
ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ის შეცდომა, რომელიც ANSA-მ დაუშვა, მათ ხვიჩა უზბეკ ფეხბურთელად მოიხსენიეს.
“მილანის მსგავსი პოლიტიკა გაატარა ნაპოლიმ, რომელმაც ორი მნიშვნელოვანი ელემენტი დაიმატა. ურუგვაელი მარცხენა მველი ოლივეირა და გარემარბი კვარაცხელია.
უზბეკი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ჩანს, შეუძლია, ტოპ მოთამაშე გახდეს.”– წერს ANSA.
კომენტარები post