დიმა ობოლაძის განცხადებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ვახო სანაია გამოეხმაურა და ობოლაძეს მიმართა.
“დიმა ობოლაძე ყოველთვის გამოირჩეოდა სამოქალაქო პოზიციით. ვერ დაასწრებ. სულ რაღაცას აპროტესტებს იმედის ეთერში, იმ წვერებიანი წამყვანის არ იყოს. სულ ყურთან რომ უპიპინო, ჩირგვებიდან ვერ გამოიყვან, სამაგიეროდ აგერ გაუღვიძებიათ დილით და ძალით გაბრაზებული სახით რაღაცას ალაპარაკებენ.
ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა ?!” – დაწერა სანაიამ.
გიგა მაქარაშვილმა, ვახო სანაიამ და სხვებმა კვარაცხელიას მიმართ ბულინგი დაიწყეს. მათ კვარაცხელიას მიერ რუსეთზე დაფიქსირებული პოზიცია არ მოეწონათ.
“მე წამოვედი რუსეთიდან და ჩამოვედი საქართველოში, რადგან ჩემ ქვეყანას ასე სჭირდებოდა და სწორად მოვიქეცი” – ხვიჩა.
კომენტარები post