ცნობილი გახდა, რომ ესპანურმა “ვალენსიამ” კიდევ ერთი მეკარე, კერძოდ იაგო ერენინი დაიმატა, რომელიც სეზონის ბოლომდე გუნდის კარს დაიცავს. როგორც ირკვევა, კლუბმა 34 წლის მეკარის შეძენის გადაწყვეტილება ხაუმე დომენეკის ტრავმის გამო მიიღო, თუმცა საკითხავი ისაა, თუ რამდენად შეეხება მამარდაშვილის მყარ პოზიციებს ახალი მეკარის დამატება.
ამის პასუხად, “ვალენსია” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალი მეკარე “ვალენსიას” ყველა ტურნირზე იქნება ჩართული როგორც გიორგი მამარდაშვილი და კრისტიან რივერო. ამდენად, ჯერჯერობით წინასწარ რამის თქმა და დაზუსტება შეუძლებელია და მოგვიწევს, რომ ვალენსიელთა უახლოეს შეხვედრას დაველოდოთ, რომელიც კლუბს 2 ოქტომბერს “ესპანიოლის” წინააღმდეგ კატალონიაში ელის.
შეგახსენებთ, რომ ვეტერან იაგო ერენინს “ლა ლიგასა” და “სეგუნდაში” აქამდეც უთამაშია და მისი ყოფილი გუნდები “ბილბაო”, “ლეგანესი” და “ნუმანსიაა”.
კომენტარები post