ცნობილი ფეხბურთელი მაურო იკარდი და მისი არანაკლებ ცნობილი მეუღლე ვანდა ნარა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან მოქცეული.
რამდენიმე დღის წინ Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იკარდი და ნარა ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა კი არგენტინელი ჟურნალისტი ლუკას ბერტერო იტყობინება, რომ ნარა იკარდის ღალატობდა.
წყაროს ცნობით, ვანდა იკარდის ერთ-ერთ არგენტინელ ფეხბურთელთან ღალატობდა, მაგრამ მის ვინაობას არ ასეხელბს.
წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია კი თავად იკარდიმ თავის სოციალურ ქსელში უარყო:
“არ ვიცი, ვისზე ვწუხვარ უფრო მეტად – მათ, ვინც ჩემს ცხოვრებაზე განსხვავებულ რაღაცებს იგონებს, თუ მათ, ვისაც სჯერა მათი”, – დაწერა იკარდიმ.
კომენტარები post