როგორც მოგეხსენებათ, მოსკოვის “დინამოს” 20 წლის ფეხბურთელმა, საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია.
რამაზ სვანაძემ ახალგაზრდა ფეხბურთელი “ჯვაროსნების” 21-წლამდე გუნდში გამოიძახა საბჭოთა კავშირის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანზორ კავაზაშვილმა საზანოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
“ჩემი აზრით, საზანოვს საქართველოს ნაკრებში თამაში ახლა, რომ არ აერჩია აღარასდროს მიიწვევდნენ. სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები, საზანოვმა რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი რატომ თქვა. ალბათ მან აგენტებთან ერთად ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველო ჩვენგან განსხვავებით საერთაშორისო ტურნირებზე მონაწიელობს.”
“ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს იმედი, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჩემი აზრით მას ევროპის კარგ ლიგა ის მოხვედრა სურს, როგორც კვარაცხელიამ, კახა კალაძემ და სხვა ქართველმა ფეხბურთელებმა მოახერხეს. არ ვიცი გამოიძახებენ თუ არა რუსეთის ნაკრებში თუ საქართველოში არ ითამაშებს, ეს კარპინის პრივილეგიაა.” – განაცხადა კავაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზანოვის დედა ქართველი გახლავთ და ის ქართულ ენაზე მშვენივრად მეტყველებს.
მომზადებულია FOOTBALLNEWS.GE-ის მიხედვით.
კომენტარები post