“ნაპოლის” იტალიელმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გუნდის ახალწვეულებზე და კერძოდ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მან ქართველი შეაქო და აღნიშნა, რომ ხვიჩამ გუნდთან სწრაფად ადაპტაცია მოახერხა.
“ნამდვილად კარგი შევსება მივიღეთ. მაგარი ბიჭები მოვიდნენ და ინტეგრირებაც მალევე მოახერხეს. ისევე უნდა გავაგრძელოთ, როგორც დავიწყეთ. გამოჩნდა, რომ როდესაც ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება, შედეგიც არის. კვარაცხელიამ თავისი თვისებების გამოვლენა უკვე მოასწრო. ვარჯიშებზეც კი მცველებს დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებს. ალბათ, სეზონის განმავლობაში იქნება მომენტები, როდესაც საქმე არცთუ კარგად წაუვა და მხარში დგომა სწორედ მაშინ დასჭირდება. იგივე ეხება სიმეონეს, რასპადორის, ოლივერას და სხვებს”, – განაცხადა ჯოვანიმ.
კომენტარები post