ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ რუსეთის გამო ოდესმე შემრცხვებოდა"- პრიმა-ბალერინამ მოსკოვის დიდი თეატრი დატოვა


  • 1 კვირის წინ
"ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ რუსეთის გამო ოდესმე შემრცხვებოდა"- პრიმა-ბალერინამ მოსკოვის დიდი თეატრი დატოვა

პრიმა ბალერინამ, ოლგა სმირნოვამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი გააკრიტიკა, მალევე კი ჰოლანდიის ეროვნულ ბალეტს შეუერთდა.  

"ჩვენთვის პატივია იცეკვოთ ჩვენს კომპანიასთან ერთად ნიდერლანდებში, მაშინაც კი, თუ გარემოებები, რამაც გამოიწვია ეს ნაბიჯი, წარმოუდგენლად სამწუხაროა“, - თქვა ჰოლანდიის ეროვნული ბალეტის დირექტორმა ტედ ბრანდსენმა. 

30 წლის ბალერინამ   ომის შესახებ  ტელეგრამზე დაწერა, რომ ის „ომის წინააღმდეგია თხემით ტერფამდე“.

"საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ყველა რუსს ალბათ ჰყავს ნათესავები ან მეგობრები, რომლებიც ცხოვრობენ უკრაინაში, ან, ის რომ ბაბუაჩემი უკრაინელი იყო. ... საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ისე, თითქოს მე-20 საუკუნე იყოს“, - დაწერა ბალერინამ .


"არასდროს მეგონა, რომ რუსეთის გამო შემრცხვებოდა, ყოველთვის ვამაყობდი ნიჭიერი რუსი ხალხით, კულტურული და სპორტული მიღწევებით. ახლა კი ვგრძნობ, რომ ზღვარი გავლებულია"-აღნიშნა სმირნოვამ.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ