“დინამო ბათუმი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა, ირაკლი აზაროვი კარიერას “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. სერბულმა კლუბმა აზაროვი დღეს ოფიციალურად წარადგინა.
აზაროვი სერბულ კლუბში 16-ნომრიან მაისურს მოირგებს. მან კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აზაროვმა პრესკონფერენციაზე თავისი ტრანსფერის შესახებ გააკეთა კომენტარი:
“აქ ყოფნით მოხარული ვარ, ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი კლუბის ნაწილი გავხდი. რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემი მაქსიმუმით გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.
მარკო მარინს ვესაუბრე და “ცრვენა ზვეზდას” შესახებ ყველაფერი მითხრა. მეც ვიცოდი, რომ “ცრვენა ზვეზდა” დიდი კლუბი იყო და მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ. ვფიქრობ აქ ყოფნა ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნება,
როდესაც ჩამოვედი ყველა ფეხბურთელმა კარგად მიმიღო და პირველ ვარჯიშმაც კარგად ჩაიარა”,– განაცხადა აზაროვმა.
“დინამო ბათუმმა” ამ ტრანსფერიდან 300 000 ევრო მიიღო და ასევე აზაროვის შემდგომი ტრანსფერიდან თანხის 20%-ს მიიღებს.
კომენტარები post