17 სექტემბერს, ბორდომ დიჟონი დაამარცხა და ცხრილის სათავეში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფრანგული კლუბის მაისურით გამარჯვების გოლი გაიტანა ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა.
მისი თამაშით ფრანგი გულშემატკივრები აღფრთოვანებულები დარჩნენ და ზურიკო დავითაშვილს გუნდის ლიდერად მოიხსენიებდნენ.
ერთ-ერთმა ბორდოს გულშემატკივარმა ლეო მესის არგენტინელი დავითაშვილი უწოდა და საქართველოს ჰიმნი თავის სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში შეასრულა.
კომენტარები post