შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” ჩემპიონშიპის პირველ ტურში “ბრისტოლ სიტის” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ქართველი სპეციალისტის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის სურათის მთლიანად შეცვლა შეძლო. გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე ჯინ მაიკლ სარიმ გაიტანა.
სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ იმედია, რომ არველაძის გუნდი პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლას შეძლებს.
კომენტარები post