ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარს” კონფერენს ლიგაზე გასვლამდე ერთი ნაბიჯიღა უკლია. გუშინ, ქართველი შემტევის გუნდი “პეტროკუბს” ეწვია და 1:2 დაამარცხა.
უნგრელთა რიგებში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, რომელმაც ამჯერად მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 63 წუთი დაჰყო.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუდუს ანგარიშზე 4 მატჩში 5 გოლია.
კომენტარები post