გუშინ ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც ამ წლის ევროტურნირებზე იასპარეზებენ.
კონფერენს ლიგაზე გასვლა შეძლო “სლოვანმა”, რომელშიც ჯაბა კანკავა, გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სლოვანმა” “დინამო ბათუმი” დაამარცხა.
“სლოვანმა” პენალტების სერიაში “ზრინსკი” დაამარცხა. ამ მატჩში ტრავმა მიიღო ჩაკვეტაძემ და მოედნის დატოვება მოუწია. თამაშზე დროზე ადრე გამოეთიშა ჯაბა კანკავაც წითელი ბარათის გამო.
მოედანზე ბოლომდე იმყოფებოდა გურამ კაშია, მაგრამ მან პენალტების სერიაში პენალტი გააფუჭა, ამის მიუხედავად “სლოვანმა” მაინც შეძლო გამარჯვება.
კომენტარები post