ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც “ნაპოლის” შეუერთდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა უკვე მოახერხა იტალიელი გულშემატკივრების გულის მოგება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჟურნალისტი “ნაპოლის” ახალგაზრდა გულშემატკივარს ეკითხება არის თუ არა ვიქტორ ოსიმენი მისი ფავორიტი ფეხბურთელი.
ბავშვი პასუხობს, რომ ოსიმენი მოსწონს, თუმცა მისი საყვარელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.
ვიდეოს ფეისბუქ გვერდი MatchDay აქვეყნებს:
კომენტარები post