როჯერ ფედერერმა კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა – წყვილში რაფაელ ნადალთან ერთად, ლონდონის არენა О2-ზე, საერთაშორისო ტურნირის Laver Cup-ის ფარგლებში. შვეიცარიელმა და ესპანელმა ჯეკ სოკისა და ფრენსის ტიაფუს ამერიკულ წყვილთან წააგეს – 6:4,6:7 (2:7), 9:11, მაგრამ მატჩის შედეგი არ იყო მთავარი, რადგან ჩოგბურთის სამყარომ ლეგენდა გააცილა.
თამაშის დასრულების შემდეგ როჯერი ტიროდა, ეხვეოდა ნადალს, სხვა მოთამაშეებს, 17 500 გულშემარკივარი კი მის სახელს სკანდირებდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი: “მე დიდ სლემზე ჩემს პირველ ფინალს გამოვარჩევ – US Open 2007. წავაგე ის თამაში. ეს სერიის პირველი ფინალი და იმ მომენტისთვის ბრწყინვალე გამოცდილება იყო ჩემთვის. ეს იყო პირველი მატჩი, რომელმაც საშუალება მომცა, მერწმუნა, რომ მათ დონეზე ვიყავი”.
რაფაელ ნადალი: “ვფიქრობ, რომ 2017 წლის ფინალი ავსტრალიაში განსაკუთრებული იყო თავისი მნიშვნელობით. მანამდე რამდენიმე თვით ადრე ორივე ტრავმირებული ვიყავით და ვსაუბრობდით იმაზე, შევძლებდით თუ არა ამ დონეზე ტურში დაბრუნებას. რამდენიმე თვის შემდეგ კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ხუთსეტიანი მატჩი ჩავატარეთ”.
როჯერ ფედერერი: “მშვენიერი დღე გამოვიდა. ვუთხარი ბიჭებს, რომ ბედნიერი ვარ და არა მოწყენილი. მაგარია აქ ყოფნა! სასიამოვნო იყო ფეხსაცმელზე ზონრების შეკვრაც, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ბოლო იყო. სტრესი საერთოდ არ მიგვრძნია, რადგან ბიჭები გვერდში მედგნენ. ასევე – ჩემი ახლობლები და მეგობრები. ბუნებრივია, ვშიშობდი, რომ ტრავმას მივიღებდი, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. ეს იდეალური მოგზაურობა იყო. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გავიმეორებდი”.
კომენტარები post