ქართველი რიკიში ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე სექტემბრის ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა.
სუპერტურნირზე მე-8 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ორთაბრძოლა ცუდად არ დაიწყო, თითქოს გდებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მეტოქემ ბოლო მომენტში თავი დაიძვრინა და დიჰიოზე პირველი ლევანი დაეცა.
კომენტარები post