როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურია.
ტომას ტუხელის გუნდმა უკვე რაჰიმ სტერლინგის და კალიდუ კულიბალის დამატება შეძლო.
ლონდონური გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ჯონ ტერი გახლავთ.
კალიდუ კულიბალი “ნაპოლიში” 26 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, 30 წლის ფეხბურთელმა ჯონ ტერისგან ნებართვა აიღო, რომ იგივე ნომრით ეასპარეზა “ჩელსის” მაისურით.
სენეგალელმა ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდის ლეგენდისგან თანხმობა მიიღო და ის ახალ გუნდში 26 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post