დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში საქართველოს ორი უძლიერესი კლუბი “დინამო ბათუმი” და “დინამო თბილისი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
მატჩს ბათუმელებმა უმასპინძლეს და გამარჯვებული ვერც ძირითად დროში და ვერც ექსტრა ტაიმებში გამოვლინდა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
საფეხბურთო ლატარეაში შესანიშნავად გამოიყურებოდა თბილისელთა მეკარე, რომელმაც 3-დან 3 პენალტი მოიგერია და გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
კომენტარები post