დღეს გამთენიისას ლას ვეგასში ელ კლასიკო გაიმართა. ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს “ბარსელონა” და “რეალ მადრიდი” დაუპირისპირდნენ, კატალონიელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს.
გამარჯვების გოლი “ბარსელონას” ახალწვეულმა, ბრაზილიელმა რაფინიამ შესანიშნავი შორეული დარტყმით გაიტანა.
ეს კლასიკო სხვა კუთხითაც გამორჩეული იყო, თითქოს ბოლო წლების განმავლობაში ესპანური გრანდების დაპირისპირებას ის სიხისტე და დაძაბულობა დაკარგული ჰქონდა, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა, დღეს კი ფეხბურთელებს შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა.
კომენტარები post