გუშინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს “ფენერბახჩე” და “დინამო კიევი” დაუპირისპირდნენ, უკრაინელებმა 1:2 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
“კიევის” პირველი გოლის შემდეგ თურქი გულშემატკივრები უღირსად მოიქცნენ და პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს.
ამის გამო მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ მივიდა “დინამოს” მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ, უეფამ კი გამოძიება დაიწყო.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post