საქართველოს საუკეთესო სუმოისტი და აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოჩინოშინი, ნაგოია ბაშოს მერვე საჭიდაო დღის შემდეგ დადებითი ბალანსი კიდევ უფრო გაიმყარა.
ქართველ სუმოისტს დღევანდელ ბრძოლამდე 4 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა, დღეს კი მე-11 მაეგაშირა მიდორიფუჯის დაუპირისპირდა და მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით მარტივად სძლია. ლევანს მეტოქის დასამარცხებლად სულ რაღაც 3 წამი დასჭირდა.
ტოჩინოშნი მომდევნო ბრძოლას 18 ივლისს გამართავს და მისი მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელსაც ლევანის მსგავსად 5 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
კომენტარები post