აქამდე საქართველოს წარმომადგენელს ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული არასდროს მოუპოვებია, იყო მხოლოდ სამი ბრინჯაო, ორჯერ ელენე გედევანიშვილმა მოახერხა მედლის მოპოვება, ერთხელაც ეს მორის ყვითელაშვილმა შეძლო.
ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორია ფინეთში დაიწერა, სადაც ესპოოს ყინულზე 20 წლის ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ ციგურაობაში ყველას აჯობა, ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტი, ბელგიელი ლუნა ჰენდრიკსი და 16 წლის შვეიცარიელი სენსაცია კიმი რეპონი და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში გასულ 24 მონაწილეს შორის ანასტასია გუბანოვა ბოლო გამოდიოდა. მას მხოლოდ ერთი სერიოზული შეცდომა მოუვიდა და თავისუფალ პროგრამაში 130.10 ქულა მიიღო. კიმი რეპონს ფანტასტიკური თავისუფალი პროგრამა ჰქონდა, თუმცა შვეიცარიელის შეფასება მხოლოდ მეორე იყო 128.68 ქულა. ჰენდრიკსი მესამეზე გავიდა 125.63 ქულით.
იხილეთ მისი გამოსვლა – ვიდეო
კომენტარები post