გუშინ, საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა, ჟორჟ მიქაუტაძემ.
“მეცმა” საკუთარ მოედანზე “ვალანსენს” 2:0 სძლია, მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, 86-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 89-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მატჩის შემდეგ გულშემატკივრები მიქაუტაძის გვარს სკანდირებდნენ:
კომენტარები post