გუშინ, 27 ივლისს, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” “ადანა დემირსპორს” შეხვდა და ამხანაგური მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ქართველმა შემტევმა მატჩი მეორე ტაიმიდან დაიწყო და საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა. მან ლოზანოს გაატანინა.
ნეაპოლური გუნდის მეორე გოლს იტალიელი ფეხბურთელები აღნიშნავენ, ხვიჩა კვარაცხელია კი ანგარიშის გათანაბრების შემდეგ პირდაპირ
კარისკენ გაიქცა და ბურთის წამოღება სცადა, რათა თამაშის მოსაგებად შეეტიათ.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post