“ნაპოლიმ” “სტადიო მარადონაზე“ სერია C-ს “იუვე სტაბიასთან” ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომლის დაწყებამდეც გუნდის ახალწვეულები წარადგინეს – მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია იყო.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გამოჩენას “ტიფოზების” განსაკუთრებული ემოცია მოყვა.
“მუდამ წინ, ნაპოლი”,- მიმართა გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის სიტყვებზეც ტრიბუნებს ემოციებმა კიდევ ერთხელ გადაუარა.
კომენტარები post