გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” რომაულ “ლაციოს” სტუმრობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი ზღაპრული საღამო გვაჩუქა.
ხვიჩამ ძალიან მაგრად ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. პირველ ტაიმში ორი ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა. მეორე მომენტში ბურთი ძელს, რომ არ მოხვედროდა ქართველი საოცარ შედევრს ქმნიდა.
მეორე ტაიმში კი კვარას ისევ რამდენიმე საგოლე მომენტი შეექმნა, ეს უკანასკნელი კი საბოლოოდ გოლადაც გარდასახა და გამარჯვების გოლის გატანაც გამოუვიდა. მისი გოლით “ნაპოლიმ” “ლაციო” 1:2 დაამარცხა.
იხილეთ მისი გოლის ვიდეო:
5 ტურის შემდეგ, ამ დროისთვის "ნაპოლი" სერია ა-ს ლიდერია 11 ქულით, ხვიჩას კი 5 თამაშში, რომლიდანაც ერთ-ერთი სათადარიგო სკამიდან დაიწყო, 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში ჩაწერილი.
კომენტარები post