საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი “პსჟ” “ლილს” ესტუმრა და მეტოქე უშანსოდ, 1:7 დაამარცხა.
3 გოლი გაიტანა კილიან მბაპემ, 2 ნეიმარმა, 1 ლიონელ მესიმ და ერთიც აჩრაფ ჰაკიმმა.
“პსჟ-მ” უპირატესობა მატჩის დაწყებიდან 8 წამში მოიპოვა, როდესაც მბაპემ მესის ასისტით გაიტანა. ეს ფეხბურთის ისტორიაში ახალი ყველაზე სწრაფი გოლია.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post