“ნაპოლი” და ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ და გუშინ ღია ვარჯიშიც გამართეს.
ვარჯიშის დროს იტალიელთა ქართველი ახალწვეული შეუძლოდ გახდა და დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში გადაადგილება უჭირდა. კვარასთან ექიმები მაშინვე მივიდნენ, მაგრამ მათი ჩარევა საჭირო არ გამხდარა. სავარაუდოდ კვარაცხელიას სუნთქვის პრობლემა შეექმნა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ხვიჩა გამოკეთდა და ვარჯიში განაგრძო.
კომენტარები post