საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონისთვის მზადებას თავის ახალ კლუბთან, “ნაპოლისთან” ერთად აგრძელებს.
“ნაპოლი” წინა-სასეზონო შეკრებას გადის და იტალიურმა კლუბმა გუშინ თავისი მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა “პერუჯას” წინააღმდეგ, სადაც პირველი 45 წუთი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიამაც გაატარა.
ხვიჩამ ამ თამაშშიც გამოიჩინა თავი, მან მე-5 წუთზე ოსიმენთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და გოლიც გაიტანა, ასევე რამდენჯერმე კარგად გაამწვავა თამაში.
იხილეთ ხვიჩას საუკეთესო მომენტები პერუჯასთან:
კომენტარები post