გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიასთან” ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და დღეს ესპანურმა გუნდმა მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა.
“ღამურების” მეტოქე კვლავ გერმანული კლუბი იყო, ამჯერად “შტუტგარტი”. საკმაოდ მოულოდნელად “ვალენსია” დიდი ანგარიშით, 5:2 დამარცხდა. მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და საკმაოდ ცუდი შეხვედრა გამოუვიდა.
მეორე გოლის დროს მამარდამ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქემ ქართველ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. მესამე გოლის ეპიზოდში მამარდაშვილი ახლოს იყო ბურთის მოგერიებასთან, მაგრამ ხელი კარგად ვერ გაამაგრა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს “ვალენსია” 30 ივლისს, “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ “მანჩსტერ იუნაიტედიდან” ჯესი ლინგარდი შეუერთდა.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post