გუშინ, საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასზე ასპარეზობა პოლონეთთან მატჩით დაასრულა. სამწუხაროდ, დავმარცხდით და ტურნირზე გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, 3 მარცხი.
ეს საქართველოს ნაკრებისთვის ზედიზედ მე-7 მარცხი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური თამაშები იყო და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი მატჩები 24 აგვისტოდან დაიწყება, როდესაც ჯერ ნიდერლანდებს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 27 აგვისტოს კი იტალიას ვესტუმრებით.
1 სექტემბერს კი სტარტს აიღებს ევრობასკეტი და ქართველ გულშემატკივრებთან ერთად ნაკრების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.
გუშინდელ შეხვედრაში ერთადერთი ნათელი წერტილი სანდრო მამუკელაშვილის ჩატენვა იყო, როდესაც მეტოქეს თავზე გადააფრინდა და კალათი მოგლიჯა.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post