ევროლიგის 31-ე ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” თელავივის “მაკაბისთან” დამარცხდა. მარცხი მეტად მძიმე გამოდგა, ანგარიშით 80:111.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 20:37 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
თამაშის დროს ინციდენტიც მოხდა, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო.
მაკაბის ფანებმა შენგელიას შეურაცხმყოფელი შეძახილებით წამოიწყეს, რის გამოც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრიბუნებისკენ გაიწია, თუმცა, მისი შეჩერება თანაგუნდელებმა მოახერხეს. სიტუაციის განმუტვაში მაკაბის პრეზიდენტი შიმონ მიზრახიც მონაწილეობდა.
კომენტარები post