გუშინ, “მეცი”, რომლის რიგებშიც გიორგი მიქაუტაძე ირიცხება, “როდეზს” ესტუმრა და საკმაოდ დამაჯერებლად 1:4 დაამარცხა.
შესანიშნავი თამაში ჩაატარა ქართველმა შემტევმა, მან პირველივე ტაიმში შეძლო 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება. 71-ე წუთზე კი მწვრთნელმა ის შეცვალა.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
იხილეთ ლელოს ვიდეო:
კომენტარები post