ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

VIDEO: ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი კიდევ ერთხელ დამარცხდა


  • 1 თვის წინ
VIDEO: ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი კიდევ ერთხელ დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქში სუმოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ნაცუ ბაშო მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საუკეთესო სუმოისტი ლევან გორგაძეც ასპარეზობს.

ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში ტამავაშის დაუპირისპირდა და მე-6 ბრძოლა წააგო. ტოჩინოშინს მეტოქემ ოკურიდაშის ილეთით აჯობა.

მარცხის მიუხედავათ ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი გარანტირებული აქვს, ტურნირის დასრულებამდე 1 დღე დარჩა, ქართველის ბალანსი კი 8:6-ზეა.

იხილეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ