დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონი TOP 14-ის მე-11 ტურში ტულუზს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 21:14 მოიგო. ნინიაშვილმა და საღინაძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარეს. ლიონმა პირველი ტაიმი 6:7 დათმო, ნინიაშვილმა კი მეორე ტაიმის 47-ე წუთზე ლელოთი გამოიჩინა თავი და ლიონი დააწინაურა.
კომენტარები post