იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” სან სიროზე “მილანს” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 1:2 დაამარცხა.
ძირთად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 86 წუთი დაჰყო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 0:0-ზე პენალტი მოიპოვა და საკუთარი გუნდის დაწინაურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
კვარაცხელიაზე უხეშად თამაშის შემდეგ მოედანზე ვითარება ძალიან დაიძაბა და ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
კომენტარები post