ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე პირველ დღეს საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა იასპარეზა და მათგან მედლის მოპოვება 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი თუთაშვილმა შეძლო, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
თუთაშვილმა 1/4-ფინალში ყაზახ იერმეკ ამანგელდისთან წააგო, რეპეშაჟში შვეიცარიელი ფრედი ვეილცენეგერი დაამარცხა, მედლისთვის შეხვედრაში კი ყაზახ აიბოლატ ისტიბაი დამატებით დროში დაამარცხა.
კომენტარები post