კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში აპოელ-მა ხლორაკას უმასპინძლა და მეტოქეს მარტივად 2:0 სძლია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა მეტოქის გატეხვა მოახერხეს და 3 ქულა მოიპოვეს.
აპოელ-ის სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მათ გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გიორგი ქვილითაიამ მე-60 წუთზე მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 5 წუთში ანასტასიოს დონისმა მურთაზ დაუშვილის გადაცემით გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
ლაშა დვალმა და მურთაზ დაუშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს, გიორგი ქვილითაია მწვრთნელმა 84-ე წუთზე შეცვალა. ქვილითაიამ ამ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. აპოელ-ს 46 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერ ლარნაკას აეკ-ს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ქართველების გუნდი მომდევნო ტურში სწორედ ლარნაკას გუნდს შეხვდება.
კომენტარები post