როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “მილანმა” შინ “ნაპოლი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა.
“პარტენოპეის” ვიქტო ოსიმენის დანაკლისი ძალიან დაეტყო.
24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი დღეს “ნაპოლის” სავარჯიშო ბაზაზე გამოჩნდა. როგორც Calcio Napoli24 იტყობინება, ოსიმენი “მილანის” წინააღმდეგ ითამაშებს.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში 18 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები post