ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-6 ტურის მატჩების ტოპ-5 მოგერიება დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის ამ შეხვედრებში საუკეთესოდ გიორგი მამარდაშვილის ქმედება აღიარეს.
მამარდაშვილის გუნდმა ვიგოს “სელტასთან” საშინაო მატჩი 3:0 კი მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმის 82-ე წუთამდე ანგარიში იყო 1:0, ხოლო 72-ე წუთზე იყო მომენტი, როცა “სელტას” ანგარიშის გათანაბრება შეეძლო.
გუნდი ქართველმა მეკარემ გადაარჩინა, როდესაც ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია.
კომენტარები post